ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული მორატორიუმი გამოაცხადა. იგი შეწყვეტს ბირთვულ ცდებს, ურანის გამდიდრებას, გრძელ რადიუსში მოქმედი რაკეტების გამოცდას და დაუშვებს ბირთვული ინსპექტორების მხრიდან შემოწმებებს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული მორატორიუმი მშვიდობის გზაზე ”პირველი მოკრძალებული ნაბიჯია სწორი მიმართულებით”. სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საპასუხოდ აშშ მზადაა დაეხმაროს ჩრდილოეთ კორეას 240,000 ტონა საკვების დახმარების პაკეტით.
შეთანხმებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სამხრეთ კორეის, ჩინეთის, იაპონიის და რუსეთის მხრიდანაც, ისინი აშშ-სთან ერთად მონაწილეობდნენ ექვსმხრივ მოლაპარაკებებში ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამაზე. ჩრდილოეთ კორეამ მოლაპარაკებების პროცესი 2009 წელს დატოვა, გაჩნდა იმედი, რომ მოლაპარაკებები განახლდება.




