სირიის მთვრობამ კონსტიტუციასთან დაკავშირებით 26 თებერვალს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გამოაქვეყნა. ხელისუფლების მტკიცებით, ამომრჩეველთა 89%-მა ახალი კონსტიტუციის პროექტს მხარი დაუჭირა. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, კენჭისყრაზე დადებითი პასუხი 7 მილიონ ამომრჩეველზე მეტმა შემოხაზა და მხოლოდ სირიელების 9% არ დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პროექტს. ოპოზიციური ძალები შედეგებს აპროტესტებენ. ისინი აცხადებენ, რომ რეფერნდუმის საბოლოო შედეგები ,,არარეალური და სრულიად გაყალბებულია“.
როგორც ცნობილია, ცვლილებების მიხედვით, პრეზიდენტ, ბაშარ ასადის ერთპარტიული მმართველობა დასრულდება და დაინიშნება მრავალპარტიული არჩევნები. მთავრობის მტკიცებით, ახალი კონსტიტუციის მიღებით სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას რეფომების გატარებისას მონაწილეობის მიღების საშუალება მიეცემა. ოპონენტები ეჭვქვეშ აყენებენ ხელისუფლების წევრების ამგვარ დაპირებებს და ამ ნაბიჯს მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობად აფასებენ. ისინი კვლავაც პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ.




