გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში კრიმინალისტიკის ლაბორატორია ამოქმედდა, იქ კვალიფიციური სპეციალისტები სტუდენტებს კრიმინალისტიკური ტექნიკის, საგამოძიებო ტაქტიკისა და ცალკეული სახის დანაშაულთა გამოძიების ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებს შეასწავლიან, როგორიცაა მტკიცებულებათა გამოვლენა, ფიქსირება და გამოკვლევა, ასევე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მეთოდიკის თავისებურებები.
უნივერსიტეტის თანამედროვე ტექნიკური ბაზა მოიცავს ბიბლიოთეკას, სასწავლო აუდიტორიებს, კაბინეტებსა და ლაბორატორიებს. აღნიშნულ უნივერსიტეტში კიმინალისტიკის ლაბორატორია დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გახსნა.




