სირიის კრიზისი

ევროკავშირი სირიის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სირიის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე. ზომები რომლებიც ბრიუსელში შეიმუშავეს გულისხმობს სირიის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას, ბაშარ ალ-ასადთან დაახლოებული პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვას, ევროკავშირის საჰაერო სივრცეში სირიის სატვირთო თვითმფრინავების შესვლის აკრძალვას, ასევე შეზღუდვებს სირიის ოქროთი და ძვირფასი მეტალებით ვაჭრობაში.

ახლახან, ტუნისის საერთაშორისო კონფერენციაზე დასავლეთის და არაბული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ სირიის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებდნენ. ტუნისის კონფერენციას არ დაესწრნენ რუსეთის და ჩინეთის წარმომადგენლები, მანამდე, ამ ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოში დაბლოკეს სირიის საკითხზე რეზოლუციის მიღება.

 

კომენტარები