რუსულმა ოპოზიციამ, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, ქვეყნის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია მოაწყო. ოპოზიციონერებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს დედაქლაქის ცენტრს გარშემო, სადოვოე კოლცოს გასწვრივ. აქციის მონაწილეებს საპოროტესტო მოძრაობის სიმბოლოები - თეთრი ლენტები და ბუშტები ეჭირათ. ხალხმა შეკრება 14 საათზე დაიწყო და 40 წუთში ცოცხალი ჯაჭვი მთლიანად შეიკრა. ორგანიზატორთა შეფასებით, ჯაჭვში სულ მცირე 34 ათასი ადამიანი ჩადგა. პოლიციის მონაცემებით კი, აქციაში მონაწილეობა 11 ათასმა მოქალაქემ მიიღო.
აქციაზე გამოჩნდნენ ოპოზიციის ლიდერები - ბორის ნემცოვი, ალექსეი ნავალნი, ვლადიმირ რიჟკოვი და სერგეი უდალცოვი. ბევრ ადგილას ოპოზიციისთვის ხელის შეშლას პროვოკატორები ცდილობდნენ. ზუბოვის ბულვარზე პუტინის მხარდამჭერი ახალგაზრდული მოძრაობების წევრებმა მსვლელობა გამართეს.
16 საათზე აქციის მონაწილეები რევოლუციის მოედნისკენ გაემართნენ, სადაც, ორგანოიზატორთა განცხადებით, „პოლიტიკური ზამთრის დასრულება უნდა აღნიშნონ“.




