პარიზი

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ახალი ზარები აჟღერდება

პარიზში, ღვთისმშობლოს ტაძრის 850-ე წლისთავის აღსანიშნავად ეზმადებიან. ტაძრის ჩრდილოეთ კოშკიდან მე-19 საუკუნის ოთხი ზარი მოხსნეს. უძველესი ზარები, რომლებიც 1856 წელს იყო დაყენებული, სამრეკლოდან მიწაზე სპეციალური ხვრელების საშუალებით დაუშვეს. მალე მათ რვა ახალი ზარი ჩაანაცვლებს, რომლებსაც უახლოეს თვეებში დაამზადებენ.

ტაძრის სამხრეთ ნაწილში თავის ადგილზე დარჩება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ზარი, მე-17 საუკუნის ქმნილება სახელად ემანუელი, რომელიც 11,6 ტონას იწონის. მის გვერდზე კიდევ ერთ გრანდიოზულ ზარს ჩამოკიდებენ, რომელიც ამჟამად მზადდება ჰოლანდიაში, ერთ-ერთ სპეციალურ სახელოსნოში.

ღირსშესანიშნავი თარიღისათვის სულ ცხრა ახალი ზარი დამზადდება. პროექტის ღირებულება 2 მილიონ ევროდაა შეფასებული, რაც მთლიანად შემოწირულობებით ფინანსდება.

ზარების შეცვლის მთავარი მიზეზი მათი დაზიანება და დაძველება გახდა. ჩრდილოეთის კოშკის ოთხი ზარი, რომელთა მოცულობა 700 კილოგრამიდან 2 ტონამდე მერყეობს, დაბალი ხარისხის მასალისგან იყო დამზადებული. სწორედ ამიტომ, ზარების ჟღერადობა არ მოსწონდათ ტურისტებს და მორწმუნეებს.

 

კომენტარები