ტერორიზმი

ერაყში აფეთქებებს 50-ზე მეტი ადამიანი შეეწირა

 ”ერაყის ისლამური სახელმწიფო” - ამ სახელწოდების დაჯგუფებამ აიღო პასუხისმგებლობა ერაყში გუშინდელი ტერორისტული აქტების განხორციელებაზე. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული ტერორისტული  დაჯგუფება  კავშირშია ”ალ-ყაიდასთან.” მისმა წარმომადგენლებმა ინტერნეტით გაავრცელეს განმარტება, რომ აფეთქებების სამიზნე უშიშროების სამსახურის ობიექტები და სხვა სამთავრობო დაწესებულებები იყო.

ერაყის სხვა და სხვა ქალაქებში გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 55 ადამიანი დაიღუპა, 225-მდე კი დაიჭრა.

 

კომენტარები