ავღანეთში, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 20-ზე მეტი ადამიანი დაიჭრა, ვრცელდება ცნობა რამდენიმე დაღუპულის შესახებ.
ასობით ავღანელმა ნატოს საჰაერო ბაზაზე ისლამის წმინდა წიგნის, ყურანის დაწვის ფაქტი გააპროტესტა. გავრცელებული ცნობებით, შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხნეს დემონსტრანტებს , რომლებიც წვავდნენ ავტომანქანებს და ქვებს ისროდნენ.
მართალია, ამერიკის მთავრობამ და ნატოს ჯარების ამერიკელმა მეთაურმა აღნიშნული ფაქტის გამო ბოდიში მოიხადეს, ამან მოსახლეობის აღშფოთება ვერ გაანელა. გამოსვლები ქაბულის გარდა კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიმართა. შეზღუდულია გადაადგილება.




