თებერვალს, თეთრ სახლში ბლუზის საღამო გაიმართა, კონცერტში მონაწილეობას ცნობილ შემსრულებლებთან ერთად ბლუზის ლეგენდებად აღიარებული B.B King და ბადი გაი იღებდნენ.
ბლუზის საღამოში მონაწილეობდა მიკ ჯაგერიც, რომელმაც „I Can’t Turn You Loose“ და „Miss You“ შეასრულა.
კონცერტის კულმინაცია კი აშშ-ს პრეზიდენტის სიმღერა იყო.
საღამოს დასასრულს, როდესაც ბარაკ ობამამ მიმართა შეკრებილ საზოგადოებას, ბადი გაიმ მას შეახსენა გასული თვეში, საქველმოქმედო საღამოზე Al Green-ის სიმღერიდან „Let’s stay together” რამდენიმე კუპლეტი რომ შეასრულა.
ბადი გაი: „თქვენ ეს დაიწყეთ და ახლა უნდა გააგრძელოთ, თქვენ ამას შეძლებთ“.
ფონად კი „Sweet Home Chicago” ჟღერდა. მიკ ჯაგერმა პრეზიდენტს მიკროფონი გადააწოდა და ბარაკ ობამამ „Sweet Home Chicago”-დან მისამღერი შეასრულა: „Come on… Baby don’t you want to go, Come on… Baby don’t you want to go... Same old place, Sweet Home Chicago”.
პრეზიდენტის სიმღერას საზოგადოება ოვაციებით შეხვდა.




