შსს

ვალერი გელბახიანი დააკავეს

სომხეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს სამართალდამცველებმა ვალერი გელბახიანი დააკავეს.

ვალერი გელბახიანს 2008 წლის  დასაწყისში,  თბილისის სამოქალაქო სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა, მანამდე კი მას პარლამენტმა სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. მიმალვაში მყოფ გელბახიანს  სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობაში დასდეს ბრალი, მანამდე გამოქვეყნდა ფარული ვიდე ჩანაწერი, სადაც გელბახიანი შსს-ს მაღალჩინოსან ერეკლე კოდუასთან ერთად განიხილავს არჩევნების შემდეგ არეულობის მოწყობის გეგმას.

თავის დროზე ვალერი გელბახიანი იყო აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის, თანაშემწე, აგრეთვე, აჭარის ავტონომიის უშიშროების საბჭოს მდივანი, მიმალვამდე, საქართველოს პარლამენტის წევრი და ხელმძღვანელობდა ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბს. გელბახიანი 2012 წლის 20 თებერვალს დააკავეს, რასთან დაკავშირებითაც, საგანგებო განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა  გიორგი თარგამაძემ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა , რომ პარტია მზად არის დაკავებულს თავდებად დაუდგეს. გიორგი თარგამაძის თქმით , გელბახიანმა საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება დედის ავადმყოფობის გამო მიიღო.

 

კომენტარები