შსს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსი ჯონი ბაკურაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ინფორმაცია ამის შესახებ შს სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის და ტელეკომპანია ტვ25-ის ჟურნალისტს შორის მომხდარი კონფლიქტის დეტალები. მასალების შესწავლამ ცხადყო, რომ ჯონი ბაკურაძემ პოლიციელისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა და შესაბამისად, თანამდებობიდან გათავისუფლდა.

ინცინდენტი აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსსა და ჟურნალისტ თეონა თურმანიძეს შორის დღეს, ბათუმში მოხდა. როგორც ჟურნალისტმა ნეტგაზეთს განუცხადა, ჯონი ბაკურაძემ მას ვიდეოკამერა წაართვა და სიტყვიერად შეურაცხყო, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მცდელობისას.

განცხადებაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოდიშს უხდის ტვ-25 ჯურნალისტებს მომხდარი ფაქტის გამო და ადასტურებს პატივისცემას მათი საქმიანობის მიმართ.

 

კომენტარები