ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ირს, გარდაცვალების შემდეგ, გენერალსიმუსის წოდება მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას მისმა ვაჟმა და მემკვიდრემ მოაწერა ხელი.
ჩრდილოეთ კორეაში, გარდაცვლილი ლიდერის 70 წლის იუბილეს აღნიშნავენ. გაიხსნა კიმ ჩენ ირის ქანდაკება. გამოსცეს მისი სამახსოვრო მარკები და მონეტები.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ირი, გასული წლის მიწურულს, სპეციალური მატარებლით მგზავრობის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას ქვეყანაში საყოველთაო გლოვა მოჰყვა.
კიმ ჩენ ირი იყო ფხენიანის ბირთვული პროგრამის ინიციატორი. ის ჩრდილოეთ კორეის ხელიუფლების სათავეში მისი მამის, კიმ ერ სენის გარდაცვალების შემდეგ , 1994 წელს მივიდა.




