შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ბეჟან შაკაია, რომელიც ზუგდიდის რაიონში ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შაკაია ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა. საქმეზე გამოძიებას კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტი აწარმოებს.




