ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანის აფეთქების მცდელობის გამოძიება საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ დღეს თბილისში ისრაელის პოლიციის გამომძიებელ-კრიმინალისტთა ჯგუფი ჩამოვა. ისინი გამოძიებაში მონაწილეობას მიიღებენ და ასაფეთქებელი მოწყობილობის შემადგენლობას შეისწავლიან.
ასაფეთქებელი მოწყობილობა საქართველოში ისრაელის ელჩის მძღოლის, რომან ხაჩატურიანის პირად ავტომანქანაში 13 თებერვალს იპოვეს. შს სამინისტრომ მისი გაუვნებელყოფა დროულად შეძლო.




