ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინდოეთსა და საქართველოში მდებარე ისრაელის საელჩოები თავდამსხმელთა სამიზნეში მოექცა. სააგენტო როიტერსის ცნობით, თბილისში საფრთხის გაუვნებელყოფა მოხერხდა, ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით კი ნიუ დელიში საელჩოსთან აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა .
ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ დღეს საქართველოში, ისრაელის საელჩოს მძღოლის (საქართველოს მოქალაქე) ავტომანქანაზე აღმოაჩინეს ასაფეთქებელი მოწყობილობა. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.




