კალათბურთი

რეგულარული

რე­გუ­ლა­რუ­ლი ჯერ წა­მო­წო­ლი­ლი­ა, იზ­მო­რე­ბა, ხა­ლი­ჩა­ზე ჩიფ­სე­ბის ნა­ტე­ხებს ეძებს და გუნ­დებს აკ­ვირ­დე­ბა. მა­ლე დე­ვიდ სტერ­ნიც ჩა­მო­რე­კავს. გუნ­დებ­ში ბიზ­ნეს­ლან­ჩის­თ­ვის მო­ემ­ზა­დე­ბი­ან. დე­ვიდ სტერ­ნი NBA-ს კო­მი­სა­რი, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ბო­სი და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი დამ­კ­ვირ­ვე­ბე­ლი­ა. ბიზ­ნეს­ლან­ჩ­ზე ლი­გის კო­მი­სარ­მა ლი­გის რე­გუ­ლა­რულს და­უ­ძა­ხა. პირ­ვე­ლი გა­ჩე­რე­ბა, ნიუ ჯერ­სი, ისტ რა­ზერ­ფორ­დი.

ნეთ­სი პო­ტენ­ცი­ალს ყი­დუ­ლობს, ნიჭს დო­ლა­რე­ბით ეძებს. ცო­ტა ხე­ლოვ­ნუ­რად აკე­თებს ყვე­ლა­ფერს. გუნ­დის მფლო­ბე­ლი მი­ხა­ილ პრო­ხო­რო­ვია და შარ­შან, ბოს­მა დე­რონ უილი­ამ­სი და­კე­რა, ორი წლით აიყ­ვა­ნა და დე­რონს და­უტ­ვი­ტე­რა, მა­ლე ერთ კარგ ბიჭს გი­ყი­დი, მშვი­დად იყა­ვი­ო. დე­რო­ნი უცენ­ტ­როდ თა­მა­შობს. ნეთ­სის კარ­გი ბი­ჭი, მოქ­ნი­ლი ბრუქ ლო­პე­ზი და­ლე­წი­ლია და მე­ხუ­თე ნო­მერ­ზე ყვე­ლა მა­ღა­ლი დგე­ბა. ყვე­ლა, ვინც ორ მეტ­რ­ზე მა­ღა­ლია და ცენ­ტ­რ­ზე დად­გო­მის აზ­რ­ზე არ არის.

უილი­ამ­სი სე­რი­ო­ზუ­ლი პირ­ვე­ლი ნო­მე­რი­ა. ნეთ­ს­ში ნორ­მა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა (18.4+8.4 პა­სი) აქვს. ად­რე უკე­თე­სი იყო. სტა­ტის­ტი­კაც და უილი­ამ­სიც. იუტა­ში (პირველი სე­ზო­ნი არ ით­ვ­ლე­ბა, დე­რო­ნი ჯერ მე­ჯი­ქის კონ­ს­პექ­ტებ­ზე იჯ­და) უილი­ამსს ყვე­ლა სე­ზონ­ში 9.3 და მე­ტი პა­სი ჰქონ­და. თა­ვი­სი ჩაჭ­რე­ბით, სტა­ბი­ლუ­რი გაქ­ცე­ვე­ბით და სო­ლი­დუ­რი დაც­ვით.

ნეთ­ს­ში ამის გა­კე­თე­ბა რთუ­ლი­ა. პა­სე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად ნორ­მა­ლუ­რი ტი­პე­ბი გინ­და. ვინც შენ­გან პასს მი­ი­ღებს და არ და­კომ­

პ­ლექ­ს­დე­ბა, არ ინერ­ვი­უ­ლებს. ნიუ ჯერ­სი­ში ძი­რი­თა­დად, ერ­თ­ჯე­რა­დი ბი­ჭე­ბი დგა­ნან. დე­რო­ნის­გან პასს იღე­ბენ და ბურთს დე­რონს უბ­რუ­ნე­ბენ. უილი­ამ­სი სა­კუ­თარ თავს ეძებს, იბ­ნე­ვა, სას­როლს ვე­ღარ ის­ვ­რის და სრო­ლის პრო­ცენტს იფუ­ჭებს. ლო­პე­ზის შემ­დეგ, ნეთ­სის ყვე­ლა­ზე კარ­გი მსმე­ნე­ლი კრის ჰამ­ფ­რი­ზია (14.1+10.2 მოხ­ს­ნა). ჰამ­ფ­რი­ზი მე­ოთხე ნო­მერ­ზე დგას, სრო­ლე­ბის 53.6%-ს ათი­ან­ში უშ­ვებს და თან, კიმ კარ­და­ში­ა­ნის ქმა­რი­ა.

დე­რო­ნი ნიუ ჯერ­სი­ში 4.3 შეც­დო­მას უშ­ვებს. ძა­ლი­ან ბევ­რი­ა. უილი­ამ­სი ამ სე­ზო­ნის მე­რე შე­უზღუ­და­ვი უფ­ლე­ბე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი აგენ­ტი იქ­ნე­ბა. თუ მი­ხა­ილ პრო­ხო­რო­ვი დუ­ა­იტ ჰო­ვარდს ვერ წა­მო­იყ­ვანს, ან თუ ჰო­ვარ­დი მარ­ტამ­დე ლე­ი­კერ­ს­ში გა­იქ­ცე­ვა, ივ­ლი­სამ­დე დე­რო­ნიც უნ­და გაც­ვა­ლოს. მე­რე ვერ გაც­ვ­ლის, თა­ვი­სუ­ფა­ლი უილი­ამ­სი თა­ვი­სუფ­ლად აირ­ჩევს უკე­თეს გუნდს და ნეთ­სიც უდე­რო­ნო, უჰო­ვარ­დო, ცუ­დი ბან­და იქ­ნე­ბა.

იქ­ვეა ნიქ­სის ოფი­სიც. რე­გუ­ლა­რუ­ლი მე­დი­სონ სკვერ გარ­დე­ნის ბიზ­ნეს­ლან­ჩ­ზეც მი­ვა. სტერნს წა­მოც­და, ნიქსს მა­გა­რი მზა­რე­უ­ლი ჰყავს, ნეკ­ნებს ხო­ში­ა­ნად წვავ­სო. ნიქ­სიც ხო­ში­ა­ნი გუნ­დი უნ­და იყოს და ვერ არის.

ტა­ი­სონ ჩენ­დ­ლე­რის­თ­ვის (10.0+9.5 მოხ­ს­ნა) ერთ სე­ზონ­ში 14 750 000 დო­ლა­რის მი­ცე­მა არა­რენ­ტა­ბე­ლუ­რი, ცუ­დი კონ­ტ­რაქ­ტი იყო. ჩენ­დ­ლე­რი ერ­თ­ჯე­რა­დი ტი­პი­ა. ტრავ­მამ­დე ნორ­მა­ლუ­რად დგას სამ­წა­მი­ან­ში და ტე­რი­ტო­რი­ას იცავს. აგ­რო­ვებს ათამ­დე ქუ­ლას და ერ­თი­-ერ­თ­ზე არ უნ­და და­ტო­ვო, მა­ინც ვერ შე­ას­რუ­ლებს. რე­გუ­ლა­რულ­ში ჩენ­დ­ლერს სტა­ტის­ტი­კის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში კარ­მე­ლო ენ­ტო­ნი (25.0+6.7 მოხ­ს­ნა+4.3 პა­სი) ეხ­მა­რე­ბა. ფლე­ი­-ოფ­ში ენ­ტო­ნი უკ­ვე თა­ვის თავ­ზე ითა­მა­შებს და გუნ­დ­მა ეს იცის. ფლე­ი­-ოფ­ში ჩენ­დ­ლე­რი ხუთ­ქუ­ლი­ა­ნი ცენ­ტ­რი­ა, რო­მელ­საც შარ­შან, და­ლას­ში გა­უ­მარ­თ­ლა. იქ დირკ ნო­ვიც­კი და ჯე­ი­სონ კი­დი იღ­ლე­ბოდ­ნენ და ტა­ი­სო­ნი მო­სახ­ს­ნელს ხსნი­და. ნორ­მა­ლურ დაც­ვა­ში ნიქ­სი ბევრ მი­ლი­ონს იხ­დის. ამ კონ­ტ­რაქ­ტ­ში ჩონ­სი ბი­ლაფ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და იუტა­დან ერ­თი წლით ალ ჯე­ფერ­სო­ნის წა­მოყ­ვა­ნა გა­ქა­ჩავ­და. ბი­ლაფ­სი გა­უშ­ვეს, ჯე­ფერ­სონს დი­დი თა­ვი და­უ­წუ­ნეს და დარ­ჩა ჩენ­დ­ლე­რი. ნიქ­სიც ერ­თ­ჯე­რა­დი გუნ­დი­ა. ახა­ლი სა­ხელ­ფა­სო ჭე­რით და აგ­რე­სი­უ­ლი სა­გა­და­სა­ხა­დო სის­ტე­მით, ნიქ­სი სამ მო­თა­მა­შეს (ჩენდლერი, ენ­ტო­ნი, სტა­უდ­მა­ი­ე­რი) ერთ სე­ზონ­ში თით­ქ­მის 52 მი­ლი­ონს აძ­ლევს.

ნიქ­ს­ში 32 წლის ბა­ი­რონ დე­ვი­სია და ჯერ ძუნ­ძუ­ლებს, ზურგს ას­ვე­ნებს. ბა­ი­რონს დის­კო­ზი აქვს.

აღ­მო­სავ­ლე­თი ფი­ლა­დელ­ფი­ის გა­რე­შე ვერ და­ი­ხუ­რე­ბა. რე­გუ­ლა­რუ­ლი სიქ­სერ­ზის ბა­ზა­ზეც მი­ვა. ბა­ზა, რო­მე­ლიც უფ­რო რამ­შ­ტა­ი­ნი­ა, ვიდ­რე სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნ­დის სა­ვარ­ჯი­შო ად­გი­ლი. ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში სამ­ხედ­რო გა­გე­ბა­ა. და­აგ­ვი­ა­ნებ, ზედ­მე­ტი ხარ, ანუ გუნდს აღა­ლა­ტებ. თუ სა­კუ­თარ სნა­ი­პერს არ და­ი­ცავ, სხვი­სი სნა­ი­პე­რი და­გაგ­დებს, ანუ და­საგ­დე­ბი ხარ.

ფი­ლა­დელ­ფი­ამ სე­ზო­ნი უსა­ინ ბოლ­ტი­ვით, ყვე­ლა­ზე სწრა­ფად და მურ­ტა­ლი დაც­ვით გახ­ს­ნა. ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში თა­ვი­სი დრო და ნდო­ბა ყვე­ლას აქვს. ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში შვი­დი კა­ცი (ელტონ ბრენ­დი 10.3, სპენ­სერ ჰო­უ­ზი 10.4, ივან ტერ­ნე­რი 10.8, ტა­დე­უს იან­გი 12.4, ან­დ­რე იგუ­ო­და­ლა 14.5, ჯრუ ჰო­ლი­დეი 14.9 და ლუ­ის უილი­ამ­სი 15.7) 10 ქუ­ლა­ზე მეტს იღებს და ბო­სე­ბი კმა­ყო­ფი­ლე­ბი არი­ან. გუნ­დი დაც­ვა­ში ყვე­ლა­ზე ბევრს, 34.6 მოხ­ს­ნას აგ­რო­ვებს. სო­ლი­დუ­რი­ა. რე­გუ­ლა­რუ­ლი ბოს­ტო­ნის­კენ ცო­ტა დაღ­ლი­ლი და კმა­ყო­ფი­ლი მი­დის.

სელ­ტიქ­სი ლი­გის ელენ­თა­ა. თუ ამ ორ­გა­ნოს ტრან­ს­პ­ლან­ტა­ცი­აც მო­სუ­ლა და ლი­გა ახა­ლი ელენ­თით ძვე­ლე­ბუ­რად იმუ­შა­ვებს, რე­გუ­ლა­რუ­ლი ერთ კარგ დო­ნორს მო­ნა­ხავს. მა­ნამ­დე სელ­ტიქ­სის ამ­ბე­ბი კი­დევ ერ­თხელ გა­სავ­ლე­ლი­ა.

გუნ­დის გე­ნე­რა­ლურ­მა მე­ნე­ჯერ­მა, მის­ტერ დე­ნი ეინ­ჯ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვის გოლფ კლუბ­ში და­უ­ძა­ხა, ბევ­რი სენ­დ­ვი­ჩი მი­არ­თ­ვა და გუნ­დ­ზე ეჭო­რა­ვა. ეინ­ჯი არ ცვლის რა­ჟონ რონ­დოს (15.0+9.4 პა­სი+5.1 მოხ­ს­ნა+­ბევ­რი ჩაჭ­რა და სელ­ტიქ­სის დაც­ვა) და და­ნარ­ჩე­ნე­ბი იც­ვ­ლე­ბი­ან. და­ნარ­ჩე­ნებ­ში კა­პი­ტა­ნი პოლ პირ­სი (კარიერაში, ბოს­ტონ­ში თით­ქ­მის 22 000 ქუ­ლა), წი­თე­ლი წიგ­ნის წი­თე­ლი მგე­ლი კე­ვინ გარ­ნე­

ტი და რეი ალე­ნი არი­ან. ეინ­ჯ­მა ჯერ­მე­ინ ო’­ნი­ლი კამ­პა­რი­ზე გა­უშ­ვა და ბრი­ფინ­გი ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბის სადღეგ­რ­ძე­ლო­თი და­ხუ­რა. რე­გუ­ლა­რულს ცრემ­ლი წა­მო­უ­ვი­და და თვა­ლე­ბი რონ­დოს დე­დის ბენ­დე­ნით შე­იმ­შ­რა­ლა.

ატ­ლან­ტა­ში სხვა გა­გე­ბა­ა. სე­ზო­ნის დაწყე­ბამ­დე ყვე­ლა ბრე­ქობს, სე­ზო­ნის პრო­ცეს­ში ყვე­ლა უფ­რო ბრე­ქობს და სე­ზო­ნის ბო­ლო, გა­სა­ვარდნ წუ­თებ­ში ყვე­ლა გატ­რუ­ნუ­ლი­ა. ეს ატ­ლან­ტა­ა. დო­მი­ნიკ უილ­კინ­სი მა­იკლ ჯორ­დან­ზე მაგ­რად ეკი­დე­ბო­და კა­ლათ­ზე და ფლე­ი­-ოფ­ში უილ­კინსს მა­იკ­ლ­ზე მაგ­რად იკი­დებ­დ­ნენ. დღეს უილ­კინ­სი ჯოშ სმი­ტი­ა, რო­მე­ლიც ფლე­ი­-ოფ­შიც ხმა­უ­რობს და ატ­ლან­ტა მა­ინც ვერ იგებს. ერ­თი წრის გავ­ლა იქ უკ­ვე ფლე­ში­ა. ზა­ზა ფა­ჩუ­ლია რე­გუ­ლა­რულ­ში თა­მა­შობს, ფლე­ი­-ოფ­ში ჩხუ­ბობს და პრო­ცეს­ში, რეს­ტო­რანს უვ­ლის. უკეთ, ვიდ­რე ატ­ლან­ტას სამ­წა­მი­ანს.

მა­ი­ა­მი­შიც სხვა გა­გე­ბა­ა. ქუ­ჩუ­რი, რე­პის, დიდ­მ­კერ­დი­ა­ნი გო­გო­ე­ბის და ას­ტონ მარ­ტი­ნე­ბის გა­გე­ბა. ლებ­რო­ნი სნუ­პი­ა, ბო­ში აის ქი­უ­ბი. უეიდი დო­ნი, დოქ­ტორ დრე­ა. უეიდი ის­ვე­ნებს. დო­ნი უნ­და ის­ვე­ნებ­დეს და რო­ცა ბი­სის, ფლე­ი­-ო­ფის ბო­ლო სე­რი­ის დრო მო­ვა, ისიც გა­რე­პავს. მა­ნამ­დე ჯე­იმ­ს­მა უნ­და შე­ას­რუ­ლოს და თუ და­იღ­ლე­ბა, ბოშს და­უ­ძა­ხებს.

ჰი­ტი აწყო­ბი­ლია და მა­იკ მი­ლე­რიც დაბ­რუნ­და. მი­ლე­რი ად­რე ლი­გის პირ­ვე­ლი პირ­ველ­წ­ლი­ა­ნი გახ­და, მე­რე ორი­ვე მუხ­ლი გა­ექ­ცა, ოთხი რთუ­ლი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და დღეს მა­ი­კი პე­რი­მეტ­რის ბი­ჭი გახ­და. ლებ­რო­ნი შე­დის სამ­წა­მი­ან­ში და თუ იქ ბევ­რი ხე­ლი დახ­ვ­და, ბურ­თი პე­რი­მეტ­რ­ზე, მი­ლერ­თან ამო­დის. მა­იკ­მა პირ­ველ ორ თა­მაშ­ში სა­მი­ა­ნე­ბის 87.5% ჩას­ვა. სტივ ნე­ში ამ პრო­ცენ­ტით სა­ჯა­რი­მო­ებს ის­ვ­რის.

ჯე­იმ­სი შარ­შან­დელ­ზე (26.7+7.5 მოხ­ს­ნა+7.0 პა­სი) სექ­სუ­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კას (29.9 +7.9 მოხ­ს­ნა+7.6 პა­სი) ნაკ­ლებ დრო­ში (წელს 37.1, წი­ნა წელს 38.4) იღებს და ყვე­ლა ბედ­ნი­ე­რი­ა. ჯე­იმ­ს­მა სან ან­ტო­ნი­ოს ერთ მე­ოთხედ­ში 15 ქუ­ლა, 3 მოხ­ს­ნა და 3 პა­სი გა­უ­კე­თა. ჯე­იმ­სი ცუ­დი ბი­ჭი­ა. ბო­შიც წა­ვა, თა­ვი­სი 19.6 ქუ­ლით და 8.1 მოხ­ს­ნით.

იქ­ვე, ის­თ­შია ბულ­ზის და მე­ჯი­ქის ოფი­სე­ბი. ბულ­ზ­მა შარ­შან ლებ­რო­ნი ვერ მო­აგ­ვა­რა და დე­რიკ რო­უ­ზი რე­გუ­ლა­რუ­ლის MVP იყო. რე­გუ­ლა­რუ­ლი სხვა თე­მა­ა. რე­გუ­ლა­რულ­ში ატ­ლან­ტაც გუნ­დი­ა. ფლე­ი­-ოფ­ში რო­უ­ზი დად­გა, რო­უზ­ზე ლებ­რო­ნი მი­ვი­და და დე­რი­კი კუთხე­ში და­ა­ყე­ნეს. თა­ვი­სი 25 ქუ­ლით, ჯორ­და­ნის გა­მო­ხედ­ვით და ლა­მა­ზი ოფ­ლ­საწ­მენ­დით. ლუ­ოლ დენ­გი ჯე­იმსს აეწე­ბა და ჯე­იმ­ს­მა კა­პი­ტა­ნი და­ღა­ლა. ჩი­კა­გო რე­გუ­ლა­რულ­ში იცელ­ქებს და ფლე­ი­-ოფ­ში ჰი­ტის რე­პი უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი იქ­ნე­ბა. ორ­ლან­დო­შიც იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­ა­ა. იქ დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი მე­ოთხედ გახ­დე­ბა რე­გუ­ლა­რუ­ლის სა­უ­კე­თე­სო დამ­ც­ვე­ლი, რა­ი­ან ან­დერ­სო­ნი რე­ჯი მი­ლერ­ზე ბევრ სა­მი­ანს ჩა­აგ­დებს და გუნ­დი აღ­მო­სავ­ლე­თის ფი­ნა­ლამ­დე ვერ მი­ვა. არც უნ­და მი­ვი­დეს. ჰო­ვარდს პრო­ხო­რო­ვი ან კო­ბი ბრა­ი­ან­ტი ელო­დე­ბი­ან. დუ­ა­ი­ტის­თ­ვის ორი­ვე მა­გა­რი ვა­რი­ან­ტი­ა.

და­სავ­ლე­თი სხვა თე­მა­ა. და­სავ­ლე­თი უფ­რო შე­იც­ვ­ლე­ბა და რა­ღაც კან­ტე­ბი უკ­ვე ჩანს.

ოკ­ლა­ჰო­მა სტა­ბი­ლუ­რო­ბას­თან ძმა­კა­ცობს და ოკ­ლა­ჰო­მა­ში კე­ვინ დი­უ­რა­ნი­ა. რა­სელ უეს­თ­ბ­რუ­ქით, ჯე­იმს ჰარ­დე­ნით. ოკ­ლა­ჰო­მა ამ სე­ზო­ნის და­ლა­სი­ა.

და­ლა­სი ამ სე­ზო­ნის ოკ­ლა­ჰო­მა­ა, ცო­ტას სადღაც ვერ ქა­ჩავს და დირკ ნო­ვიც­კიც და­ი­ღა­ლა. დირკს მუხ­ლე­ბი ეტ­კი­ნა. დირ­კ­მა 23 000 ქუ­ლა უკ­ვე აიღო, შარ­შან ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და. Mission Possible შარ­შან იყო. წელს პი­რი­ქით, ცუ­დი, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი მი­სია იქ­ნე­ბა. და­ლა­სიც ჩემ­პი­ო­ნი აღარ იქ­ნე­ბა.

სან ან­ტო­ნი­ო­ში ტი­ა­გო სპლი­ტერს კლინტ ის­ტ­ვუ­დის ძველ ფილ­მებს აყუ­რე­ბი­ნე­ბენ. კლინ­ტი გას­რო­ლამ­დე თვა­ლებს რომ ჭუ­ტავს, თამ­ბა­ქოს ღე­ჭავს და მე­რე ყვე­ლას აწ­ვენს. სპლი­ტერ­ში არის რა­ღაც ის­ტ­ვუ­დუ­რი. უბ­რა­ლოდ, ტი­ა­გომ ეს ჯერ არ იცის. ტიმ დან­კა­ნი მა­ლე წა­ვა. და სპლი­ტე­რი მო­ვა. ცუ­დი ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა­ა. და­ახ­ლო­ე­ბით ის ვა­რი­ან­ტი­ა, რეი ჩარ­ლ­ზი ნი­კო­ლაი რას­ტორ­გუ­ევ­მა რომ შეც­ვა­ლოს.

ლე­ი­კერ­ს­ში ფილ ჯექ­სო­ნის კონ­ს­პექ­ტე­ბი მა­იკ ბრა­უ­ნის სა­ზე­პი­რო­ებ­მა შეც­ვა­ლა. ლე­ი­კერ­სიც შე­იც­ვა­ლა. ცო­ტა არას­ტა­ბი­ლუ­რია და კო­ბი ახალ სის­ტე­მას ეჩ­ვე­ვა. მა­ლე ამ შეჩ­ვე­ვით და­იღ­ლე­ბა და ბრა­უ­ნი სის­ტე­მას კო­ბი­ზე გა­და­აწყობს.

რე­გუ­ლა­რუ­ლი და­ი­ღა­ლა. უნ­და მო­წეს­რიგ­დეს. ფლე­ი­-ო­ფამ­დე ფორ­მა­ში უნ­და იყოს. კო­ბის­თან და ლებ­რონ­თან ერ­თად.

 

კომენტარები