თბილისი

მერიის ინიციატივა

თბილისის მერის ინიციატივით, იმ ადამიანებს, რომლებმაც უამინდობის გამო ტრამვული დაზიანება მიიღეს და დაზღვეულნი არ არიან, მკურნალობის ხარჯებს თბილისის მერი საკუთარი ფონდიდან დაუფინანასებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა გიგი უგულავამ თბილისის დასუფთავების, კეთილმოწყობის, სოციალური მომსახურების, ტრანსპორტის, საგანგებო სიტუაციების მართვისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების უფროსებთან შეხვედრისას განაცხადა. გიგი უგულავა ქალაქში არსებულ მდგომარეობას გაეცნო და სამსახურის უფროსებს დავალებები მისცა.

 

კომენტარები