„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“- ამ ორგანიზაციის 2011 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ პრესის თავისუფლების მაჩვენებლით 99-ე ადგილიდან 104-ზე გადაინაცვლა.
„საქართველო სამხრეთ კავკასიაში პრესის თავისუფლების მხრივ აღარ იკავებს პირველ ადგილს. ეს მაისში ოპოზიციური მიტინგების სასტიკი დარბევისა და იმ განუწყვეტელი ზეწოლის საფასურია, რომელსაც ის იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე ახორციელებდა, ვინც რუსეთის მიმართ გამოხატავდა სიმპატიას“, - ნათქვამია ანგარიშში. მეზობელი ქვეყნებიდან, საქართველოს უსწრებს სომხეთი, რომელიც 101-ე ადგილიდან 77-ე ადგილზე გადავიდა. პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით პირველ ხუთეულშია - ფინეთი, ნორვეგია, ესტონეთი, ნიდერლანდები და ავსტრია.




