ქართული მხატვრობა

კარლო კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა

30 იანვარს, 19:00 საათზე, თიბისი გალერეაში, ცნობილი ქართველი ავანგარდისტი მხატვრის, კარლო კაჭარავას ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

ექსპოზიციაზე, 5 დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები კარლო კაჭარავას ოჯახის კოლექციიდან, მათ შორის ნახატები, რომლებიც ფართო საზოგადოებას არასდროს უნახავს. ქართველ დამთვალიერებელს საშუალება მიეცემა, ნახოს კარლო კაჭარავას ბოლო, დაუმთავრებელი ნამუშევარი „სიბნელის ხელოვნება“, რომელსაც მხატვარი 11 დღის განმავლობაში, სანთლის შუქზე ხატავდა. სწორედ ამ ნახატზე მუშაობისას 1994 წლის, 9 აპრილს, 30 წლის ასაკში, ის ანევრიზმით გარდაიცვალა.

გამოფენა პროექტ „ქართული მხატვრობის“ ფარგლებში იმართება. გამოფენის პარალელურად შედგება პროექტის მეოთხე ალბომის „კარლო კაჭარავა“ პრეზენტაციაც.

კომენტარები