პრეზიდენტის პრეს-სპიკერი მანანა მანჯგალაძე დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის Human Rights Watch-ის 2011 წლის ანგარიშს გამოეხმაურა. ანგარიში 2011 წელს, მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავს, მათ შორის საქართველოში.
"შესაძლოა ჩვენ არ ვეთანხმებოდეთ ყველა ინფორმაციას და შეფასებას, რომელიც ასეთი სახის დოკუმენტებშია მოცემული, მაგრამ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და საინტერესო ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს,”- აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.
Human Rights Watch აცხადებს , რომ ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ მდგომარეობა საქართველოში 2011 წელს კვლავაც ”არაერთგვაროვანი” იყო. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს აშშ-მ და ევროკავშირმა გააღრმავეს საქართველოსთან ურთიერთობები, თუმცა მათ ვერ შეძლეს ამ ურთიერთობების გამოყენება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.




