ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ აკრძალონ ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტზე ახალი კონტრაქტების გაფორმება, უკვე არსებული კონტრაქტების ვადად კი 2012 წლის 12 ივლისამდე პერიოდი განისაზღვროს. მიღებული ზომების გადახედვა 2012 წლის 1 მაისს იქნება შესაძლებელი.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის კეტრინ ეშტონის განცხადებით, სანქციების მიზანია ირანის იძულება დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს ბირთვულ პროგრამაზე. დასავლეთში მიაჩნიათ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ატომური იარაღის შექმნას ისახავს მიზნად.




