ტელეკომპანია მაესტრო

სასამართლომ არ დააკმაყოფილა იგრიკას დაყადაღების მოთხოვნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ”რუსთავის მედიის მართვის კომპანიის” მოთხოვნა შპს ”იგრიკას” დაყადაღების შესახებ. ” რუსათვის მედიის მართვის კომპანიის” ადვოკატმა სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” აცნობა, რომ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ”იგრიკას” მფლობელია არა ილია კიკაბიძე, არამედ შპს ”აქცეპტი”.

რუსთავის მედიის მართვის კომპანიამ სასამართლოს შპს ”იგრიკას”  დაყადაღების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა, ”მაესტროს” გენერალური დირექტორის ილია კიკაბიძის მიერ მართვის კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

შპს ”იგრიკა”  ილია  კიკაბიძემ მართვის უფლებით შპს ”აქცეპტს” გადასცა, რომლის 80 პროცნეტიანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლეა. ”იგრიკა” ფლობს საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიას და ასევე სატელიტური მაუწყებლობის უფლებას, რის ბაზაზეც ბიძინა ივანიშვილი ტელევიზიის ამოქმედებას გეგმავს.

 

კომენტარები