კატასტროფა

ადრიატიკის ზღვაში კატასტროფასთან დაკავშირებით ინფორმაცია ზუსტდდება

  ალბანეთში, ადრიატიკის ზღვაში აფეთქებულ ტანკერთან დაკავშირებით, ინფორმაციის დაზუსტება მიმდინარეობს , - განაცხადა  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ  ბრიფინგზე . მისი თქმით, საგარეო უწყება დაუკავშირდა ანკარაში საქართველოს წარმომადგენლობას და ცდილობს  ზუსტი  ინფორმაცია მიიღოს.

"ვითარების სირთულიდან გამომდინარე, თავს შევიკავებთ ინფორმაციის გაცხადებისაგან, ვიდრე ანკარისაგან ზუსტ ინფორმაციას არ მივიღებთ." - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

გავრცელებული ცნობებით,  ადრიატიკის ზღვაში თურქული გემის „ედირნეს“ ჩაძირვის შედეგად ორი ქართველი და ერთი აზერბაიჯანელი  მეზღვაური დაიღუპა, კატასტროფა კი ტანკერზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. ამავე ცნობებით,    ინციდენტი ქალაქ დურესის სანაპიროსთან მოხდა ,  ბორტზე აზერბაიჯანის, თურქეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.    გემს ნავთობი გადაჰქონდა.  

კომენტარები