კატასტროფა

რუსული რაკეტა გაშვებისას ჩამოვარდა

ყაზახეთში, ბაიკონურის კოსმოდრომზე კოსმოსში გაშვების დროს რუსული რაკეტა პროტონი აფეთქდა, რომელსაც ორბიტაზე რუსული სანავიგაციო სისტემა Глонасс-ის სამი თანამგზავრი უნდა გაეყვანა. აფრენიდან ათ წამში რაკეტამ მოულოდნელად ფრენის ტრაექტორია შეიცვალა და ვარდნა დაიწყო. რაკეტა კოსმოდრომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა 

წინასწარი დასკვნებით, ავარიის მიზეზი პირველი საფეხურის ძრავის გაუმართაობა გახდა. ზარალმა დაახლოებით 200 მილიონამდე აშშ დოლარი შეადგინა. 

კომენტარები