გორში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსული ფულით საქართველოს უკან დაბრუნებას ვერავინ შეძლებს.
"ის ხალხი, ვინც გვძარცვავდა, გვყლეფდა, გამქრალი იყო ჩემი მეხსიერებიდან . ახლა ვიღაცამ ყველანი ამოქექა საიდანღაც, ყველა ერთად შეკრიბა. ცოტათი დაბერებულან კიდეც. მათი სახეები დავიწყებული მქონდა, რადგან ადამიანის ნორმალური ინსტინქტია , ცუდი რაც არის, დაივიწყოს. ” - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ " ეს ხალხი" რამდენიმე წლის წინ ერთხელ და სამუდამოდ მოიშორა ქართველმა ხალხმა . ”ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან, მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში”, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.




