ირანი

თეირანში აფეთქებამ ბირთვულ საკითხებზე მომუშავე მეცნიერი შეიწირა

 თეირანში ავტომობილზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად  ბირთვულ საკითხებზე მომუშავე მეცნიერი დაიღუპა. 32 წლის მეცნიერი მუსტაფა ახმადი- როშანი ურანის გამდიდრების ქარხანაში ერთ-ერთ განყოფილებას  ხელმძღვანელობდა. ირანიდან გავრცელებული ცნობებით, ასაფეთქებელი მოწყობილება ტერორისტმა მის ავტომანქანას მიამაგრა. თეირანის ვიცე-მერმა საფარალი ბარათლუმ მომხდარის გამო პასუხისმგებლობა ისრაელეს დააკისრა.

უკანასკნელ წლები ირანში მოკლეს ბირთვულ საკითხებზე მომუშავე  რამდენიმე მეცნიერი. მკვლელობებში თეირანი ისრაელს და აშშ-ს ადანაშაულებდა, თუმცა ეს ქვეყნები ბრალდებას უარყოფდნენ.

 

კომენტარები