ირანი

ირანის პრეზიდენტი ვენესუელას ესტუმრა

ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი კარაკასში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. იგი ვენესუელაში უგო ჩავესს ხვდება, რომელმაც ახლახან,  აშშ  მსოფლიოზე დომინირების სურვილში, ასევე, ირანსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის კავშირების შეფერხების მცდელობაში დაადანაშაულა.

ირანის ლიდერი ვენესუელის შემდეგ ნიკარაგუას, კუბას და ეკვადორს ეწვევა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურნე ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ირანზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას დაემთხვა.

 

კომენტარები