ბელარუსში ფირმებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ ინტერნეტის გამოყენების შემზღუდველი კანონი ამოქმედდა. ყველაზე შემზღუდველი აღნიშნული კანონის ერთი ასპექტია, რომელიც ინტერნეტ კაფეებისა და მომსახურების ცენტრებისგან მომხმარებელთა სიის და მათ მიერ მონახულებული ვებ-გვერდების ჩანაწერის შენახვას და ჩვენებას მოითხოვს.
ასევე, ინტერნეტ მომხმარებლისთვის აკრძალულია 35 ვებ-გვერდი. მიზეზად მათ პორნაგრაფიულ ან ექსტრემისტულ შინაარსს ასახელებენ. მაშინ როცა, აკრძალულ ვებ-გვერდებში "Charter'97.org და "Belarusian Partisan"-იც შედის.
კანონის მიხედვით, დარღვევის შემთხვევაში ფინანსური ჯარიმა 125 დოლარი იქნება. მათი გამოძიების და ბრალდების წაყენების უფლება პოლიციის, უსაფრთხოების ძალებისა და საგადასახადო სამსახურის წარმომადგენლებს მიენიჭათ.




