აუქციონი

100 წლის შემდეგ

 

ნიუ იორკის აუქციონზე  15 აპრილს გასაყიდად გამოიტანენ  ნივთებს  ატლანტიკის ოკეანეში ჩაძირული" ტიტანიკიდან". ტრაგედიიდან ზუსტად 100 წლის თავზე ნიუ იორკის აუქციონზე გამოიფინება გემის კორპუსის 17 ტონიანი ფრაგმენტი,   საჭე და სხვა საგნები, მათ შორის  ჩაძირული გემის  ეკიპაჟის და მგზავრების პირადი ნივთები. 2007 წელს,  მთელი ეს კოლექცია 189 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის უდიდეს სამგზავრო გემს" ტიტანიკს " კომპანია White Star Line ფლობდა. გემი  პირველი გასვლიდან რამდენიმე დღეში, 1912 წლის 15 აპრილს ჩაიძირა, მაშინ  ბორტზე  მყოფი 1517 ადამიანი დაიღუპა.

 

კომენტარები