მედიცინა

ახალი საავადმყოფო ბოლნისში

ჰოსტპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი საავადმყოფო ბოლნისში გაიხსნა. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა სადაზღვეო კომპანია IC Group-მა ააშენა, რისთვისაც 3 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ახალ კლინიკაში ადგილობრივებს ამბულატორიული, სტაციონარული, ქირურგიული, სამშობიარო და სხვა სახის მომსახურების მიღება შეეძლებათ,  იქ ასამდე ადგილობრივი სპეციალისტი მუშაობს.

კომენტარები