ირანი

თეირანმა შორი მოქმედების რადიუსის რაკეტა გამოსცადა

იანვრის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტეში, საზღვაო წვრთნების დროს შორი მოქმედების რადიუსის რაკეტა წარმატებით გამოსცადა. ანალიტიკოსთა ნაწილის მოსაზრებით, ამ ქმედებით თეირანმა ისრაელსა და აშშ-ს აჩვენა, რომ თავდასხმის შემთხვევაში სათანადო პასუხს გასცემს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს გახშირდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბარიც. დასავლეთი მას ატომური ბომბის განვითარების მცდელობაში ადანაშაულებს.

კომენტარები