მკვლელობა

ტაჯიკეთში თოვლის პაპა მოკლეს ძახილით : შენ არ ხარ ნამდვილი!

ტაჯიკი  პარვიზ დავლატბეკოვისთვის საბედისწერო აღმოჩნდა მცდელობა, თოვლის პაპის სამოსელში გამოწყობილს მიელოცა ახალი წელი ახლობლებისთვის. გავრცელებული ცნობებით,  წუხელ , დუშამბეს ერთ-ერთ მიკრორაინში სტუმრად მიმავალ თოვლის პაპას 30 -ამდე პირი დაესხა თავს . მათ   24 წლის  დავლატბეკოვს დანებით მრავალი ჭრილობა მიაყენეს.  თავდამსხმელები ყვიროდნენ : „შენ არ ხარ ნამდვილი!“. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ისინი მიიმალნენ.  პარვიზ დავლატბეკოვის გადარჩენა კი ექიმებმა ვეღარ შეძლეს.   საინფორმაციო  სააგენტოები ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყებიან , რომ უკვე დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი  3 პირი.

კომენტარები