ესპანეთი

კატალონია კორიდას დაემშვიდობა

ესპანეთის ამ ავტონომიაში დღეიდან შევიდა ძალაში აკრძალვა კორიდას ჩატარებაზე, აკრძალვა კი რეგიონულმა პარლამენტმა 2011 წლის ზაფხულში შემოიღო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 300 000 ადამიანმა ხელმოწერებით მოითხოვა კატალონიას უარი ეთქვა სისხლიან სანახაობაზე. ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები კორიდას ხარების უსასტიკესი და რიტუალური ხოცვის საშუალებად მიიჩნევენ.

კატალონია გახდა ესპანეთის მეორე რეგიონი, სადაც აკრძალულია კორიდა. 1991 წელს კორიდა აიკრძალა კანარის კუნძულებზე.

ზაფხულში მხარდაჭერილი აკრძალვის  ამოქმედებამდე ბარსელონაში,  2011 წლის 25 სექტემბერს,  ბოლო კორიდა გაიმართა.

 

კომენტარები