2012 წლიდან ევროკავშირის თავმჯდომარე დანია ხდება. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა დანიის მთავრობის მზადყოფნა შეასრულოს ერთგვარი ხიდის როლი ევროზონის 17 და ევროკავშირის 27-ივე სახელმწიფოს შორის. დანია ერთ-ერთია ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებს შორის, რომლებიც არ შედიან ევროზონაში.
დანიისთვის ევროკაცშირის თავმჯდომარეობის გადაბარების ოფიციალური ცერემონია 11 იანვარს გაიმართება. აქამდე, ევროკავშირის თავმჯდომარეობა პოლონეთს ებარა და მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთიც არ შედის ევროზონაში, ამ ქვეყნის ხელმძღვანელობა ევროს გამყარების ღონისძიებებს აქტიურად უჭერდა მხარს. პოლონეთის თავმჯდომარეობის შეფასებისას ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანულ ბაროზუმ აღნიშნა, რომ ვარშაველი პოლიტიკოსები იქცეოდნენ როგორც ნამდვილი ევროპელები.
დანია ევროკავშირის თავმჯდომარე 2012 წლის ივნისის ბოლომდე იქნება. ეს უკვე დანიის მეშვიდე თავმჯდომარეობაა ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწვერიანებიდან, რაც 1973 წელს მოხდა.




