ისრაელი

იუდეველი ულტრაორთოდოქსები პოლიციის წინააღმდეგ

იერუსალიმის მახლობლად, ქალაქ ბეით შემეშში მორწმუნე ულტრაორთოდოქსებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ერთი პოლიციელი მსუბუქად დაშავდა, ორთოდოქსი ებრაელების ნაწილი დააკავეს.

კონფლიქტი სეკულარისტებსა და ულტრაორთოდოქს იუდეველებს შორის გენდერულ სეგრეგაციასთად დაკავშირებით წარმოიშვა. ულტრაორთოდოქსები ქალებისგან ,,მოკრძალებული’’ ტანსაცმლის ტარებას მოითხოვენ. პრემიერ- მინისტრმა ბენიამინ ნათანიაჰუმ კვირას თავის განცხადებაში გენდერული სეგრეგაციის მცდელობების აღკვეთის პირობა დადო.

ერთ-ერთი ბოლო შეტაკების დროს სამასამდე ულტრაორთოდოქსმა პოლიციას ქვები და კვერცხები იმის გამო დაუშინა, რომ ისინი ქალაქში გაკრულ სეგრეგაციული შინაარსის აბრებს ხსნიდნენ.

ამგვარი შეტაკებები ბოლო წლებში გახშირდა, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ქალთა მიმართ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სეგრეგაციული მოპყრობის წინააღმდეგობას გამოვიდა.

ულტრაორთოდოქსები ავტობუსებში ქალებისთვის ცალკე ადგილების გამოყოფას მოითხოვენ. იყო შემთხვევა, როცა სამხედრო პირებმა წარმოდგენა იმის გამო დატოვეს, რომ მასში ქალი მომღერლები მონაწილეობდნენ.

ნეთანიაჰუმ სეგრეგაციული გამოსვლები დაგმო და განაცხადა, რომ ლიბერალურ დემოკრატიას დისკრიმინაციასა და ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს.

ულტრაორთოდოქსი იუდეველები ისრაელის მოსახლეობის 10% - ს შეადგენენ და წლიდან წლამდე მათი რიცხვი იზრდება.

 

კომენტარები