ივანიშვილის მოქალაქეობა

ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე აღარ არის

ბიძინა ივანიშვილი რუსეთის მოქალაქე აღარ არის. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენ"-ს ივანიშვილის პრესსამდივნოდან აცნობეს. პრესსამდივნოს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის საელჩოსგან დღეს მიიღო.

რუსეთის მოქალაქეობის შეწყვეტის თხოვნით ბიძინა ივანიშვილმა 17 ოქტომბერს ოფიციალურად მიმართა საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციას. ამ დროისათვის ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეა. რაც შეეხება ივანიშვილის საქართველოს მოქალაქეობის საკითხს, თბილისის საქალაქო სასამართლო ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას ხვალ გამოიტანს.

 

კომენტარები