გალერეა „fine art“-ში წარმოდგენილია თვითნასწავლი მხატვრის და პროფესიონალი მუსიკოსის არტიომ ალაბულიანცის პერსონალური გამოფენა.
ალაბულიანცის შემოქმედებას იცნობენ საფრანგეთში და კანადაში, მისი ნამუშევრები სხვადასხვა კერძო კოლექციებში ინახება, გალერეა „fine art“-ში კი მხატვრის 80-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარია წარმოდგენილი.
გამოფენა ხვალ, 27 დეკემბერს დაიხურება.
მისამართი: აღმაშენებლის გამზირი 62/64





