ჩინეთი

დემოკრატ აქტივისტს ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ჩინეთის სასამართლომ დემოკრატ აქტივისტს მთავრობის დამხობისკენ მოწოდებებისთვის ცხრა წლით პატიმრობა მიუსაჯა. ეს ჩინეთში სამოქალაქო აქტივისტისათვის მიმდინარე წელს გამოტანილი ყველაზე მკაცრი განაჩენი გახდა.

მემარჯვენე ჩენ ვეის სასამართლომ ბრალი ინტერნეტით გავრცელებული ესეების საფუძველზე წაუყენა.

იგი თებერვალში დააკავეს, ანონიმური სატელეფონო ზარების საპასუხოდ სახელწიფოს მიერ განხორციელებული რეპრესიების დროს. ამ ზარებით ჩინელებს, ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მსგავსად, საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდებდნენ. 42 წლის ჩენისთვის შეფარდებული სასჯელი უპრეცენდენტოა - ამავე აქციებში მონაწილეობისთვის მარტში დაკავებულ სხვა აქტივისტს 9 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

 

კომენტარები