სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით, რუსეთის ათობით ქალაქში, დღეს სააპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათგან ყველაზე მასშტაბური აქცია მოსკოვში, სახაროვის პროსპექტზე დაიწყო. ოფიციალური ცნობებით, მასზე დაახლოებით 29 000 კაცია შეკრებილი. 10 დეკემებრს ბალოტნაიას მოედანზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ხელისუფლება ავრცელებდა ცნობას, რომ აქციაზე 25 000 კაცი იყო მისული, არაოფიციალური მონაცემები კი გაცილებით მეტს ასახელებდა.
მოსკოვში დღეს მიმდინარე მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ბორის ნემცოვმა აღნიშნა, რომ ეს მიტინგი 10 დეკემბრის მიტინგზე მასშტაბურია და დაახლოებით 100 000 კაცს ითვლის. ნემცოვმა მომიტინგეებს უთხრა, რომ ოპოზიციას არ სჯერა პოლიტიკური რეფორმების შესახებ მედვედევის დაპირების. ცნობილმა ჟურნალისტმა ლეონიდ პარფიონოვმა მოუწოდა მიტინგზე შეკრებილებს არ დაუშავნ მორიგი „უძრაობის ხანა“ , ისეთი, როგორიც ბრეჟნევის ეპოქაში იყო. გარი კასპაროვმა თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ საპროტესტო გამოსვლებმა რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა გააერთიანა. „ ხელისუფლება ჩვენ გვეუბნებოდა , რომ ჩვენ ცოტანი ვართ, ისინი კი ბევრნი. ეხლა ვხედავთ, რომ ჩვენ ბევრნი ვართ, ისინი-ცოტა და ისინი შიშს აუტანია. აქ ვართ ბევრნი : 100, 120, 130 ათასი.“
გავრცელებული ცნობებით, სახაროვის პროსპექტზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა მილიარდერი ბიზნესმენი მიხაილ პროხოროვიც, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აქვს გადაწყვეტილი.




