პრეზიდენტი

მიხეილ სააკაშვილი ვაცლავ ჰაველის დაკრძალვას ესწრება

დღეს ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის პირველ პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი  კრძალავენ. პრაღაში ათობით ქვეყნის დელეგაციასთან ერთად იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც  ესწრება. ვაცლავ ჰაველს  კრემაციის შემდეგ პირველი მეუღლის გვერდით, საგვარეულო სასაფლაოზე დაასაფლავებენ. ჰაველი 18 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. 3 დღეა ჩეხეთსა და სლოვაკეთში გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები