ტოტალიტარული სახელმწიფო მედიის მიხედვით, 69 წლის კიმ ჩენ ირი ‘ფიზიკური და გონებრივი მუშაობისგან’ გარდაიცვალა. მისი შვილი კიმ ჩჟონ ინი უკვე ‘დიდ მემკვიდრედ’ გამოაცხადეს.
ბირთვული სახელმწიფოს ახალ ლიდერზე ძალიან მწირი ინფორმაციაა. გავრცელებული ცნობებით, მისი ასაკი 30 წლამდეა და მცირე ხანი შვეიცარიაში მდებარე სკოლაში სწავლობდა.
ანალიტიკოსები ჩრდილოეთ კორეაში ტრიუმვირატის მმართველობას მოელიან. კიმ ჩჟონ ინმა დააწინაურა თავისი და და მისი ქმარი იანგ სონგ თაეკი მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სამხედრო თანამდებობებზე. იანგ სონგ თაეკი ახალი ლიდერის ფაქტობრივ რეგენტად იქცევა. მისი მაღალი პოზიცია მუშათა პარტიაში ბალანსის შესაძლებლობას აძლევს გენერლებთან, რომლებსაც ატომური არსენალის განსავითარებლად უკომპრომისო პოზიცია აქვთ.




