საკონსტიტუციო ცვლილებები

დეპუტატთა რაოდენობა აღარ გაიზრდება

დღეს მმართველი და რამდენიმე ოპოზიციური პარტია შეთანხმდნენ, რომ დეპუტატების რაოდენობა აღარ გაიზრდება. გარდა ამისა, მაჟორიტარების რაოდენობა 75-დან 73-მდე შემცირდება, ხოლო პარტიული სიით არჩეულების რიცხვი 2-ით გაიზრდება. ეს იმ ორი მაჟორიტარული მანდატის გაუქმებას გულისხმობს, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მდებარე 2 ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქისთვის იყო გათვალისწინებული.

მიაღწიეს სხვა შეთანხმებებსაც: ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, თუ საარჩევნო ბლოკი, რომელიც 5%-იან ბარიერს გადალახავს, პარლამენტში ავტომატურად 6 კაცს შეიყვანს, რაც მათ საპარლამენტო ფრაქციის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად კი უფრო მაღალი ზღვარი დაწესდება - უმრავლესობის 3/4. აქამდე საკონსტიტუციო ცვლილების მიღებას 2/3 – ის -100 დეპუტატის თანხმობა სჭირდებოდა.

 

კომენტარები