რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი საინფორმაციო ტექნოლოგიების წინააღმდეგ

რუსეთის პატრიარქმა კირილმა მოუწოდა რუსებს, ნუ მისდევენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს, რადგან მათი მიზანია, რადიკალურად შეიცვალოს რუსეთის ისტორიული სვლა. შაბათს,  ლიტურგიაზე, რუსეთის პატრიარქმა განაცხადა, რომ დღეს მასების განწყობას აყალიბებს არა ღმერთის ნება, არამედ საინფორმაციო ტექნოლოგიები. პატრიარქ კირილის აზრით, ამ ტექნოლოგიებით სარგებლობს ყველა, ვინც დღეს იბრძვის ადამიანს უფლებებისთვის, მაგრამ, მისივე თქმით, ადამიანები ხედავენ, სადამდე მივიდა საქმე ზოგიერთ სახელმწიფოში, სადაც დღემდე იღვრება სისხლი.

„ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, დიდი რუსეთის მემკვიდრეებმა, რომლებმაც გამოვიარეთ მე-20-ე საუკუნე, არ  დავუშვათ მამათა მიერ 1917 წელს და მე-20-ე საუკუნის 90-იან წლებში დაშვებული შეცდომების განმეორება. ამ შეცდომებმა მნიშვნელოვნად შეცვლა ჩვენი ხალხის ცხოვრება.“- აღნიშნა რუსეთის პატრიარქმა შაბათს ლიტურგიისას.  მისი აზრით,  სიმართლე, რომლისთვისაც იბრძვის ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, წარმოადგენს მხოლოდ „ ადამიანურ სიმართლეს“, რომლისთვისაც არ ღირს თავის გაწირვა.

 

კომენტარები