რუსეთის პატრიარქი

რუსეთის პატრიარქი მიღებებს კრემლში გამართავს

რუსეთის პატრიარქი კირილი ოფიციალურ ღონისძიებებს: შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, მიღებებს კრემლში გამართავს. ამისთვის კრემლში რუსეთის საპატრიაქროს ის დარბაზი გამოუყვეს, სადაც ადრე რუსეთის სახელმწიფო მეთაურები მართავდნენ ოფიციალურ შეხვედრებს. ”კომსომოლსკაია პრავდას” ცნობით, აღნიშნულ დარბაზში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს , რომლის დასრულების შემდეგაც რუსეთის პატრიარქს კრემლში ღონისძიებების გამართვის საშუალება შეეძლება. რუსეთის საპატრიარქოს კრემლში ფართი დმიტრი მედვედევის გადაწყვეტილებით გამოეყო.

კომენტარები