გურია

სააკაშვილი: ყველამ ერთად წამოვაყენოთ ფეხზე გურია

საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათ გურიის აღორძინების გეგმა გააცნო. 2012 წელი მიხეილ სააკაშვილმა გურიის აღორძინების წლად გამოაცხადა და იმ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც რეგიონში უნდა განხორციელდეს. სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მან შესაბამისი დავალებებიც მისცა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგები ექვს თვეში უნდა გამოჩნდეს. ადგილობრივ ხელისუფლებას  პრეზიდენტმა  ახალი ინიციატივა გააცნო, რომლის თანახმად შეიქმნება გურიის აღორძინების საპრეზიდენტო ფონდი,   რეგიონში ახალი პროექტების, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის განვითარების უზრუნველყოფისთვის.

დღესვე ოზურგეთში ახალი მრავალპროფილიანი საავადმყოფო გაიხსნა, ის 50 საწოლზეა გათვლილი. ახალ ჰოსპიტალში გურიის რაიონის მოსახლეობას შეეძლება კომპიუტერული ტომოგრაფითა და ციფრული რენტგენოგრაფიით სარგებლობა.

კომენტარები