ბრიტანელი წარმოშობის ჟურნალისტი, ავტორი და ლიტერატურული კრიტიკოსი, ქრისტოფერ ჰიჩენსი 62 წლის ასაკში პნევმონიის შედეგად, ტეხასის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას კიბოს დიაგნოზი 2010 წელს დაუსვეს.
ჰიჩენსმა ჟურნალისტური კარიერა 1970იან წლებში ბრიტანეთში დაიწყო. ამის შემდეგ იგი აშშ-ში გადავიდა და 1992 წლიდან Vanity Fair-ში დაიწყო მუშაობა. იგი მესვეტედ და კრიტიკოსად მუშაობდა შემდეგ გამოცემებში: The Atlantic, Vanity Far, Slate, World Affairs, The Nation, Free Inquiry. ჰიჩენსი ცნობილი იყო საკმაოდ ენერგიული და კონფრონტაციული დებატების სტილით, აფასებდა ჯორჯ უორველის, თომას პეინისა და თომას ჯეფერსონის შემოქმედებას. ამასთანავე, მკვეთრად აკრიტიკებდა დედა ტერეზას, ბილ და ჰილარი კლინტონებს, ჰენრი კისინჯერს. ასევე, თავს ათეისტად და განმანათლებლობის ფილოსოფიური იდეალების მიმდევრად აცხადებდა.
რას შეეხება მის პოლიტიკურ მსოფლმხედველობას, თავდაპირველად ჰიჩენსი მემარცხენე გახლდათ, თუმცა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ პოზიცია მკვეთრად შეიცვალა. მან მხარი დაუჭირა ერაყში ომის კამპანიას, 2004 წლის არჩევნებში კი უმცროსს ბუშს ემხრობოდა. ბევრმა ამის გამო მოღალატედ, მატყუარად, ოპორტუნისტად შერაცხა.





