მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილმა ვარშავაში ევროპის განვითარების დღეების მონაწილეებს მიმართა

პოლონეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა  ვარშავაში, ”ევროპის განვითარების დღეების” ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და გამოხატა განსაკუთრებული სიმპათია პოლონეთისა და პოლონელების მიმართ. ” როდესაც ვარშავის ქუჩებში დადიხარ, ძნელად თუ წარმოიდგენ, რომ 15-10 წლის წინ ეს ქვეყანა  სასოწარკვეთილი იყო,”- აღნიშნა მან და ხაზი გაუსვა, რომ დღეს პოლონეთი   ევროკავშირის თავმჯდომარე და   ევროპაში ერთ-ერთი ლიდერი  სახელმწიფოა, რომელიც განიხილავს ევროკავშირის გაფართოების საკითხს და რომელსაც ესმის თანამედროვე გამოწვევები.  მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს  ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდსა და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა .   პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა   ქვეყნის განვითარების გზებზე, დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე . გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი თემა  იყო  რევოლუციური მოვლენები , რომლებიც მსოფლიოში ბოლო პერიოდის განმავლობაში განვითარდა.

"ევროპის განვითარების დღეები" წელს ევროკომისიისა და პოლონეთის წარმომადგენლობის ორგანიზებით ვარშავაში იმართება და ძირითადად, დემოკრატიასა და განვითარებას შორის კავშირს, ადამიანის უფლებების საკითხებს შეეხება. 

"ევროპის განვითარების დღეებში" მსოფლიო ლიდერები და მაღალი რანგის პოლიტიკოსები მონაწილეობენ.  

ვიდეო მიმართვა

კომენტარები