შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხუთ დღიანი ვიზიტით იმყოფებიან სომხეთის პოლიციის საგანმანათლებლო კომპლექსის უფროსის მოადგილე, არასამთავრობო ორგანიზაციების და ერევანში ეუთოს ოფისის წარმომადგენლები.
ვიზიტი მიზნად ისახავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, შსს აკადემიაში არსებულ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხების გაცნობას, გამოცდილების გაზიარებას და პრაქტიკაში განხორციელებას.
“აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გასაღრმავებლად პოლიციის განათლების სფეროში.”- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში .




