საქართველო-ევროკავშირი

სააკაშვილი: ევროპა შემოტრიალდა საქართველოსკენ

 

საქართველოს პრეზიდენტი  ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოეხმაურა  ევროკავშირსა და საქართველოს შორის  ყოვლისმომცველი თავისუფალი  ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების გახსნას, რაც  ბრიუსელში, 12 დეკემბერს  გამოცხადდა. მოლაპარაკებების გახსნას მან  დიპლომატიურ გამარჯვება    და საქართველოს ისტორიული ოცნების ასრულების დასაწყისი  უწოდა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებამდე   „ გარკვეული ვადა - თვეები და წლები, რამდენიმე წელი  დაგვჭირდება“ . მან   იმედი გამოთქვა, რომ გაზაფხულზე დაიწყება მოლაპარაკებები უვიზო მიმოსვლის თაობაზეც.

 „მთავარი, რაც წელს მოხდა არის ის, რომ საერთო ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ევროპა  შემოტრიალდა საქართველოსკენ. „- აღნიშნა პრეზიდენტმა და გაიხსენა დრო, როცა ევროპელების უმრავლესობა საქართველოს ევროპის გეორგაფიულ  ნაწილად არ მოიაზრებდა. ევროპის საქართველოსადმი დღვანდელი დამოკიდებულება მან ასე დაახასიათა: „ევროკავშირში, ბრიუსელში დამკიდრდა არა მხოლოდ ის, რომ საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის უნდა იყოს თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა, არამედ ის, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველო უნდა იყოს ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი. ეს საქართველოსთვის, მართლაც, წარმოუდგენელი გეოპოლიტიკური გადატრიალებაა. “

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ბოლო წლების განვითარების ტემპით და რეფორმებით ახსნა ის , რომ 2008 წლის ომის შემედგ რუსეთს არ გამოუვიდა საქართველოს იზოლაცია

კომენტარები