რუსეთის ეკონომიკა

რუსეთში აქციების ფონზე რუბლი ეცემა

ანალიტიკოსების შეფასებით, რუსეთში დაგეგმილი აქციების მოლოდინში რუსული აქციები და რუბლი კვლავ ეცემა. ერთი კვირის განმავლობაში მოსკოვის დემონსტრაციებისა და ევროკავშირის დავალიანების კრიზისის მოუგვარებლობის გამო რუსულმა ბაზარმა შესაძლოა 8% დაკარგოს. ანალიტიკოსების განმარტებით, ინვესტორებმა კი უკვე გადახედეს რისკების შეფასებებს. ინვესტორები რუსულ აქტივებს ყიდიან და ვალუტას ყიდულობენ. ბირჟებზე ყველა ლიკვიდური ფასიანი ქაღალდი ეცემა. „ვი თი ბი“ 3%-ით გაუფასურდა, „როსნეფტი“ 2%-ით, „ნორნიკელი“ 2,75-ით, „სბერბანკი“ 2,4%-ით, „გაზპრომის“ აქციები კი 2%-ით გაიაფდა.

კომენტარები